ჩვენ ყველა ბავშვობიდან მოვდივართ და ჩვენში სიკვდილამდე ბავშვი სახლობს...:)
1. პროექტის სახელი:"ბავშვთა სამყარო"
2. პროექტის მოკლე აღწერა: ბავშვების როგორც შიდა,ისე გარე სამყაროს აღწერა,მათი დღის რეჟიმი.
3. პროექტის სრული აღწერა: ბავშვის სამყარო ძალიან რთული და ფაქიზია. მეტი დრო,სიახლოვე და ყურადღებაა საჭირო ბოლომდე რომ შეიცნო იგი. თუმცა, ბავშვებთან ურთიერთობა ხომ ხალისით ავსებს ნებისმიერ ადამიანს?!
მოსწავლეები მოიძიებენ ბავშვების თავშეყრის ადგილებს: სკოლებს, საბავშვო ბაღებს, გასართობ ცენტრებს,დასასვენებელ პარკებს, ეზოებს და ა.შ. ყურადღებას გაამახვილებენ მათ ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ ასპექტებზე; დააკვირდებიან მათ ქცევას: სწავლას,გართობას,მეგობრებთან,მასწავლებლებთან ურთიერთობას,კვებას, როგორ ბაძავენ უფროსებს ჩაცმულობაში,ქცევებში,მანერებში,საქმიანობაში; გაეცნობიან მათ ინტერესებს ,დამოკიდებულებას მშვენიერების სამყაროსადმი: მუსიკის,ცეკვის,ხატვის და სხვა მოვლენებისადმი; აღწერენ ბავშვის ცხოვრების ერთ დღეს, დღის განრიგს. აიღებენ მათგან და მათი მშობლებისგან ინტერვიუებს.
მოსწავლეებს შეუძლიათ "ბავშვის" ირგვლივ დაწვრილებით მიმოიხილონ ნებისმიერი საინტერესო წვრილმანიც კი...
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 12-17; VI_XII
5. ვადები/ხანგრძლივობა: 6 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტში მასალის მოძიება,მოძიებული მასალის ანალიზი,პრეზენტაცია,დისკუსიის გამართვა,გამოფენის მოწყობა,კითხვარის შედგენა, ბროშურის გამოცემა.
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მიეჩვევიან ჯგუფურ მუშაობას,ურთიერთთანამშრომლობას,ჩანახატების წერას, გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები,შეეჩვევიან ინტერვიუს აღებას,გააკეთებენ ალბომს, ვებ გვერდს,იქნებიან უფრო მეგობრულები როგორც თანატოლებისადმი, ისე მათზე უმცროსებისაცდმი.
8. სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან ბავშვის ფსიქიკას; მათთან სიახლოვის,ურთიერთობის მნიშვნელობას; ბავშვებთან ფსიქოლოგიური მიდგომის ხერხებს; პატარების დამოკიდებულებასა და მოთხოვნილებებს უფროსებისადმი;
ბავშვთა სამყაროს შეცნობით ისწავლიან მათთან ურთიერთობასა და შეძლებენ ნდობის მოპოვებას.
9. სამუშაო ენა: ქართული
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: საგნები - "სკოლამდელი აღზრდა"(ბიბლიოთეკა,ინტერნეტი);"ბავშვთა უფლებები"(ბიბლიოთეკა,ინტერნეტი)"ბავშვთა ფსიქოლოგია"(ბიბლიოთეკა, ინტერნეტი); საგნობრივი ჯგუფები - ქართული ლიტერატურა,სკოლამდელი ასაკის ფსიქოლოგია,ფიზიკური აღზრდა.
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი: თეა ქიტიაშვილი
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:
14.პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ-გვერდი: http://isttrainingtikli.blogspot.com/2008/11/blog-post.html
пятница, 14 ноября 2008 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)